понедельник, 9 ноября 2009 г.

განსახორციელებელი პროექტები

პროექტი:

ასოციაცია ,,ხელოვნების პროფესიული სასწავლებელმა,, ხალხური ხელნაკეთების პროფესიულ მომზადებაში ოთხ-წლიანი მუშაობის თავზე მიაღწია სოციალურად დაუცველთა და ღარიბი ახალგაზრდების მომსახურეობას და წამყვან პოზიციას გორში(შიდა ქართლის რეგიონში) . ამა წლის აგვისტოს ომმა სასწავლებელს შეუქმნა უეცარი და აუცილებადი მდგომარეობა: ორგანიზაციას ერთდროულად დაემატა პროფესიული განათლების მსურველი 78 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა.სასწავლებელი ვერ კეტავს კარს ამ მოსწავლეების მომსახურეობისათვის.....


პროექტის მიზნები და ამოცანები:


,,ხელოვნების პროფესიულ სასწავლებელში,, პროფესიული მომზადების გაუმჯობესების, საქმიანობის პოპულარიზაციის და ხელნაკეთების გავრცელების არეალის ხელშესაწყობად წარმოდგენილი პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელნაკეთების შრომითი უნარჩვევების გადაცემა განვითარების ხელშრწყობა და მათი ინტეგრაცია ახალ სოციალურ გარემოში, სადაც ამჟამად უწევთ ცხოვრება. M

მოცემული მიზნის განსახორციელებლად საჭირო ამოცანებია:

1. ხელნაკეთების შრომითი უნარ-ჩვევების გადაცემა-განვითარების გაუმჯობესება მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის(მათ შორის 78 ლტოლვილისთვის) ტრენინგების და მასტერ-კლასების ჩატარებით.

2. ხელნაკეთების დამზადებაში ახალი ტექნოლოგიების შერჩევა-დამუშავება-დანერგვა..პედაგოგებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ხელშეწყობა.

3. სასწავლებლის პოპულარიზაცია შესაბამისი კომუნიკაციური პროცესის ხელშეწყობით ხელნაკეთების გავრცელების არეალის გაზრდის,მონაწილეთა ქსელის გაძლიერების, პარტნიორების მოზიდვის და ა.შ. საშუალებით.



ამოცანების განხორციელებას ვგეგმავთ შემდეგნაირად:


..ხალხურ რეწვაში ახალი გამოცდილების გაზიარება-გაცვლისათვის განხორციელდება ტრენინგები და მასტერ-კლასები მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის (მათ შორის ლტოლვილთათვისაც) სასწავლებლის ორი ტრადიციული პროგრამული მიმართულებების მიხედვით: ა) მხატვრული თექა,გობელენი და ქარგვა; ბ)ხისკვეთა, ჭედურობა და ტიხრული მინანქარი.

-ამისათვის საუკეთესო მისაწვდომი სპეციალისტები იქნებიან ჩართული(ჯობს.გე, სხვა ელექტრონული ქსელებით,პრესით და ა.შ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადების მიღებით). Yყოველი მოწვეული სპეციალისტი ერთი წლის განმავლობაში ჩაატარებს 3-დღიან ტრენინგს მასწავლებლებისთვის და 2 დღიან მასტერ-კლასებს მოსწავლეებისთვის 4 თვეში ერთხელ.
..ახალი ტექნოლოგიების დამუშავება დანერგვა მოხდება 1-ამოცანის შესრულების დროს და პარალელურად ჩატარდება ახალი საღებავების,მასალების და სხვა ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება,რაც განხილული იქნება 4 თვეში ერთხელ შესაბამის სემინარებზე სასწავლებელში.

..სასწავლებლის პოპულარიზაცია—ხელნაკეთების გავრცელების არეალის გაზრდა და ა.შ განხორციელდება სათანადო კომუნიკაციური პროცესით:

- ხელნაკეთების გამოფენა გაყიდვების მოწყობა უფლისციხის გაზაფხულის ტრადიციულ დღესასწაულზე, თბილისობაზე, ძირითადად ტურისტულ ადგილებში, ფოლკლორული ჯგუფის და სხვა ხელოვანების მონაწილეობით;
- ვებ- გვერდის და ელექტრონული ქსელებით გავრცელდება ინფორმაცია სასწავლებელზე და ჩატარებულ ღონისძიებებზე;
- სასწავლებლის შესახებ ორ-ენოვანი ინფორმაციული ბუკლეტის გამოცემა დაბეჭდვით შესაძლებელი იქნება სასწავლებლის პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც..

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა დამატებით პირობებს შექმნის სასწავლებელში არსებული 43 გორელი მოსწავლის მომსახურებასთან ერთად 78 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისათვის შიდა ქართლის რეგიონიდან ხალხური რეწვის არსებული პროგრამული მიმართულებით წარმოდგენილი 3 ურთიერთდაკავშირებული ამოცანის მიხედვით..

პროექტის კონკრეტული შედეგები იქნება: 1_იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული უნარ_ჩვევების დაუფლებაშიდა და მათი რეინტეგრაცია ახალ სოციალურ გარემოში; 2_ახალი ცოდნა-გამოცდილების მქონე მოსწავლეები და მასწავლებლები; 3_კონტაქტების, პარტნიორების, ხელნაკეთების გავრცელების გაფართოვებული ქსელი.


მოთხოვნილი თანხის ათვისების დრო მოიცავს ერთ წელს..
იმედი გვაქვს თქვენი მხარში დგომის და წინასწარ გიხდით მადლობას.





ასოციაცია ,,ხელოვნების პროფესიული
სასწავლებლის,, დირექტორი: /ლ. მამულაშვილი/